მიხეილ (მაცი) ხორავა
მიხეილ (მაცი) ხორავა –გამორჩეული ხელწერის ქართველი ხელოვანი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი დაიბადა 1950 წელს,ზუგდიდის მაზრის სოფელ ოჩხომურში (ახლანდელი ჩხოროწყუს რაიონი). 1968–1974 წ.წ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.ფერწერის განხრით. 1975 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის ფაიფურის ქარხანაში მხატვრად. აქ დაინტერესდა სულპტურით და შექმნა საინტერესო ნიმუშები მცირე პლასტიკაში. მოგვიანებით მუშაობა დაიწყო ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის სურათების გალერეაში. 1980 წელს გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
1997 წელს გაიმართა მისი პირველი პერსონალური გამოფენა ქალაქ ზუგდიდში, რასაც მოჰყვა მრავალი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენები საქართველოს მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია პეტერბურგის, ვაშინგტონის, სტამბოლის, პარიზის , სალონიის, კელნის შტუდგარდტის კერძო კოლექციებში.მიხეილ(მაცი)ხორავა გარდაიცვალა 2005 წელს.
ზუგდიდის სამხატვრო გალერეისთვის მხატვრის მიხეილ (მაცი ხორავას) სახელის მიენიჭა.
„რადგან ეს დარბაზი მისი დაარსებულია, დიდი ხანია ვფიქრობდით, რომ მას მიხეილ ხორავას სახელი უნდა რქმეოდა. ახლა კი მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ხდება სახელის მინიჭება“, – აბელ კალანდია.
მისივე თქმით, მიხეილ ხორავას სახელს უკავშირდება 1986 წელს, საგამოფენო დარბაზის, შემდეგ მხატვართა კავშირის დაარსება ზუგდიდში.
არტ-გალერეისთვის ზუგდიდელი მხატვრის სახელის მინიჭების საზეიმო ღონისძიებას, მიხეილ ხორავას ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
2015 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მიხეილ ხორავას გამოფენა გაიხსნა.