საგვარეულო ტაძრის ისტორია

მდინარეებისა:ოჩხომურისა და ხობისწყლის შესართავთან მდებარე სოფელი ოჩხომური,რომელიც შედის ლესიჭინეს თემში,დიდი კულტურისა და მაღალი სულიერების მემკვიდრეა..ამ უბანში არსებობს უძველესი ეკლესიის ნაშთი,აგებული ქართული აგურით…ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით ტაძრის მიმდებარე სამხრეთ დასავლეთ ბორცვზე თავდაპირველად იყო ხის ეკლესია.შემდგომში კი აუგიათ ამჟამინდელი ტაძარი.ამ თარიღის შესახებ ისტორიული ცნობები არ შემონახულა.ტაძარი გადაუკეთებიათ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში,რაზეც მეტყველებს 1876 წ. ქიტორული წარწერიანი ქვის ჯვრის ნაშთი(აზნაური-ხორავა)..ტაძრის მღვდელმსახური იყო დავით გიორგის ძე ხორავა, გარდაიცვალა 1892 წლის 4იანვარს და დასაფლავებულია ტაძრის შიგნით.წესი აუგო მღვდელმა გერმანე ცხაკაია.ეკლესიის შიგნით ასევე დასაფლავებულები არიან მღვდელი თეოდორე სოფრომის ძე თოდუა სოფელ თაიადან და მისი მეუღლე დესპინე ნაჭყებია… მე-20 საუკუნი 90-იან წლებში სოფლის მოსახლეობის თაოსნობით დასრულდა თითქმის ნანგრევებად ქცეული ტაძრის კედლების ამოყვანა და ტაძარი გადაიხურა.საეკლესიო მეტრიკულის ჩანაწერებით ტაძარი იწოდებოდა მაცხოვრის აღდგომის სახელობაზე.აღდგომის მომდევნო ორშაბათს(ბრწყინვალე ორშაბათს) ხორავების გვარი ყოველწლიურად ასრულებს ფუძის(ჯინჯი)ხატის ლოცვას.თუმცა არამარტო ადგილობრივი მოსახლეობა,არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოდიოდნენ სალოცავად დეკემბრის 17 რიცხვში ანუ წმ.ბარბარობას და დღესაც ასეა…ოჩხომურის წმ.ბარბარეს ტაძრის ღვთისმსახურებმა,რომელთა უმეტესობა ხორავა იყო,შემოგვინახეს წმ.სანაწილე წმ.ნაწილით,მასზე არის მღვდელმთავრის ხატი,წარწერით “იოანე ოქროპირი”,”წმინდანი მღვდელმთავარნი მეოხ იყავით ამა ხატისა შემკობელსა გულქან დედოფალსა”.სანაწილე არის დაახლოებით ასანთის კოლოფის ზომის,წონით 29 გრამი,ბაჯაღლო ოქროსი.მას გარედან ხავერდის შალითა აქვს შემოკრული,შიგნით შავი ძვირფასი ქსოვილი ჩაფენილი,რომელზეც დაბრძანებულია წმ.ნაწილი.სანაწილეს გარეთ ჰქონდა,სავარაუდოდ 14 თვალის ბუდე.20 წლის წინათ,გააჩნდა ოთხი თვალი,ამჟამად აქვს ერთი თვალი(ძვირფასი ქვა).ეს სანაწილე ტაძრის მოძღვრის დავით ხორავას შთამომავლის დიაკონ პოლიკარტეს სახლში ინახებოდა.ამ ცოტა ხნის წინათ დიაკონ პოლიკარტეს შვილიშვილმა მზევინარ ხორავამ წმ.ნაწილი მიაბრაძანა საქართველოს საპატრიარქოში და დღეს იგი დაცულია უწმ. და უნეტ.ილია მეორესთან..

1998 წლის ბარბარობის დღესასწაულზე ტაძარში ჭღონდიდელი მიტროპოლიტის,მისი მაღალყოვლად უსამღვდელოესობის გიორგის ლოცვა-კურთხევით აღსდგა ღვთის მსახურება.75 წლის შუალედის შემდეგ მთელ ჩხოროწყუს რაიონში შესრულდა პირველი საღმრთო ლიტურგია.თანდათან ტაძარმა შემოიკრიბა მრევლი..ენკენია ეკლესიისა(განახლება) აღესრულა ბზობის დღესასწაულზე.ტაძარი ეკურთხა წმ.ბარბარეს სახელობაზე.მოგვიანებით აქ შესრულდა სასულიერო პირის კურთხევაც…უფალმა მფარველობა არ მოაკლოს წმინდა ბარბარეს მეოხეობით მისადმი მსასოებელთ..

1690329_858850890844343_2436257084702107062_n                                 ოჩხომურის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის აღსავლის კარები,რომელიც დაცულია ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.