ვასილ ხორავა

ვასილ ხორავა დაიბადა 1976 წლის 21 მაისს თბილისში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1994 წლიდან მუშაობდა ს/ს თბილკომბანკში.1996 წლიდან 2001 წლამდე ამავე ბანკში სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავა, მათ შორის,1996-1998 წლებში იყო ს/ს თბილკომბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;1998-2001 წლებში–ს/ს თბილკომბანკის მთაწმინდის ფილიალის ხელმძღვანელი; 2001 წელს–ს/ს თბილკომბანკის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე; 2001-2002 წლებში–ს/ს თბილკომბანკის საბანკო ლიკვიდაციის რეალიზატორი. 2001 წლიდან არის ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი საქართველოში. 2002-2003 წლებში მუშაობდა შპს “კანარგო სტანდარტ ოილ პროდაქტსის” გენერალური დირექტორის მოადგილედ. 2002-2003 წლებში იყო შპს “კანარგო სტანდარტ ოილ პროდაქტსის” გენერალური დირექტორი. 2002-2006 წლებში იყო შ.პ.ს. კანარგო სტანდარტ ოილ პროდუქტის გენერალური დირექტორი და განავითარა დასავლური ტიპის ავტო-გასამართი სადგურების ქსელი ბრენდის ქვეშ, რომელიც რებრენდინგის შემდგომ ვისოლის სახელით დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე. 2006 წლიდან არის ს/ს “ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას” გენერალურ დირექტორი.
ვასილ ხორავა არის მეცენატი და ქველმოქმედი, და ამ მხრივ ღირსეულად აგრძელებს დიდი მამულიშვილების–ზუბალაშვილების, დავით სარაჯიშვილის, აკაკი ხოშტარიას გზას. მან დიდი წვლილი შეიტანა ხორავების საგვარეულო “აღდგომის”ხატის შექმნასა და საგვარეულო–ოჩხომურის წმ. ბარბარეს ეკლესიის გამშვენიერების საქმეში. ,,ქართული ერთობის დარბაზმა“ ვასილ ხორავა მისი დიდი ღვაწლისათვის პატივდების სიგელით დააჯილდოვა.