გვარის ისტორია

1696-1742 წლებით დათარიღებული კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის ბიჭვინთისადმი შეწირულების წიგნში მოხსენიებულია წყალიძგას მცხოვრები გაჭირვებული ხვარავა..მას ახალკოჩი ჯაჯავასთან ერთად თავიანთი ცოლ-შვილით ევალება 5 ცალი სანთლის გადახდა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ეკლესიის სასარგებლოდ..1841 წლის 1 ივლისის სიგელით დავით დადიანი ჯამულეთ ხორავას და მის შთამომავლობას უბოძებს აზნაურობას..ხორავების ძირძველი საცხოვრებელია ლესიჭინეს თემის სოფელ ოჩხომური,რომელსაც სახორა/სახვარა ქვია..აქაური ხორავები გადმოსახლებულნი არიან ამჟამინდელ მარტვილის რაიონის სოფელ ნამიკოლოვოდან..ხორავების ასევე ძველი დასახლებაა სოფელ უშაფათში..აქ უბანს ჰქვია ლეხორე..1873 წლის მონაცემებით დიდ კოკსა და კოდორში (ნაესაკაოს თემი)მცხოვრები ხორავები აზნაურები იყვნენ.აზნაურები იყვნენ სამურზაყანოში მცხოვრები ხორავებიც.ხორავების საგვარეულო სალოცავია ოჩხომურის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია,ამჟამად წმინდა ბარბარეს ეკლესია..აქ ხორავების გვარი ახალკვირის ორშაბათს აღდგომის მომდევნო დღეს დღესასწაულობდა და დღემდე ასეა..საქართველოში XX საუკუნის დამლევს (1995წ) ცხოვრობდა 2536 სული ხორავა.აქედან ჩხოროწყუში-629 ,თბილისში-424,ზუგდიდში-356 სული.ლესიჭინეში ცხოვრობს 125 კომლი ხორავა,ზანაში-20,კეთილარში-7,ბანძაში-6,მენჯში-6,მარტვილში-6,ქვედა ჩხოროწყუში-6,ჩხოროწყუში-6,ინჩხურში-4,ვედიდკარში-4,კახათში-4,მარანში-4,ძველ სენაკში-4.   მეგრულად ხორუა იგივეა, რაც სახლობა.გვარის ძირძველი სამკვიდროა ლესიჭინეს თემის სოფელი ოჩხომური… ასევე, ეს გვარი გვხვდება სოფლებში: ზანა, კეთილარი, მენჯი, მარტვილი, ჩხოროწყუ, ვედიკარი, კახათი, მარანი, ძველი სენაკი და ასე შემდეგ.ხორავა სოციალურად დაწინაურებული საგვარეულოა. ამ გვარის წარმომადგენლები როგორც 1890 ისე 1904 წელს აზნაურებად არიან დაფიქსირებულები.საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარში, რაოდენობის მიხედვით, ხორავა 304-ე ადგილზეა.საქართველოში 2 536 ხორავა ცხოვრობს…