ბესიკ (დათო)ხორავა

ბესიკ(დათო)ხორავა(1962წ-1987წ)– “წუთისოფელი რა არის აგორებული ქვა არის,რა წამს კი დავიბადებით,იქვე მზად არის საფლავი”, “დიდებული ადამიანები უძეგლოდ არ იკარგებიან”—ასეთი სათაურებით იბეჭდებოდა სტატიები დათოზე მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებში…1986 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თბილისის გეოლოგიის სამმართველოში იწყებს მუშაობას-ინჟინრად,ჰიდროთერმულ პროცესებისა და მინარალების სინთეზის ლაბორატორიაში,ამავე დროს ჩაირიცხა მეორად ფაკულტეტზე და საზოგადოებრივ აზრთა ქართული კულტურის ძეგლმცოდნეობის ექსკურსიათმძღოლის სპეციალობას ეუფლება ..პარალელურად აბარებს ასპირანტურაში და მუშაობს თემაზე სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად,წერდა ლექსებს..სტუდენტურ წლებში მოპოვებული დიპლომები და სიგელები მეტყველებენ მის მიღწევებზე:მეორე ადგილი ერთკილომეტრიან კროსში,მეორე ადგილი სიგრძეზე ხტომაში,მესამე ადგილი 3000მეტრიან დისტანციაზე რბენაში,ჩემპიონი ცხენოსნობაში,ყველაზე დიდი მიღწევა–საქართველოს ჩემპიონი 1986 წელს დელტაპლანერიზმში…1987 წელს დელტაპლანერიზმში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ნაკრების მორიგი საწვრთნელი ვარჯიშის დროს,ურთულესი 70 კუთხიანი ილეთის შესრულებისას დელტაპლანმა უმტყუნა,ასეულობით მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა…დათოს მთავარი ნატვრა იყო დელტაპლანით ოცინდალის მთიდან ჩამოფრენა,რომელიც დაღუპვის შემდეგ მისმა მეგობრებმა განახორციელეს…. მისი ცხოვრების კრედო მოძრაობა იყო,მოძრაობა არა ხმაურისათვის,არა ეფექტის გამოწვევისათვის,არამედ ფასეულობის შესაქმნელად,სიცოცხლის ლამაზი წუთების შესაფერადებლად.