ტარას ხორავა
ხორავა ტარასი ტარასის ძე—ქართველი მსახიობი,საქართველოს სახალხო არტისტი(1961) დაიბადა 1913 წლის 10 ივლისს გუდაუთაში…1934-1936წ.წ. სწავლობდა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია-ბიოლოგიიგ ფაკულტეტზე..1934 წლიდან იყო სოხუმის ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი.წარმატებებით ანსახიერებდა სახასიათო და კომედიურ როლებს,რომელთა შორის აღსანიშნავია:ლომკაცა,კაკუტა(პ.კაკაბაძის “კოლმეურნის ქორწინება”,”ყვარყვარე თუთაბერი”),მალვოლიო(შექსპირის “მეთორმეტე ღამე”),კირკიტა(მ.ჯაფარიძის”ჯამთაბერის ასული”),სმაგა(ა.ოსტროვსკის”უდანაშაულო დამნაშავენი”),ილიკო,ისიდორე (‘მე,ბებია,ილიკო და ილარიონი’,’საბრალდებო დასკვნა’,ნ.დუმბაძის მიხედვით),ტეტერევი(“მ.გორკის”მდაბიონი”),სულეიმანი(ჰ.ჰაჯიბეკოვის’არსინ მალალანი”),ბესო(ა.სუმბატაშვილ-იუჯინის’რალატი”),მირზა(ი.მოსაშვილის’ჩაძირული ქვები”),ყარამანი(ნ.ნაკაშიძის”ვინ არის დამნაშავე?”),აგაბო(ო.იოსელიანის”სანამ ურემი გადაბრუნდება”) და სხვა მრავალი როლები..გადაღებულია ფილმში ბიკენტის როლში(“პირველი მერცხალი”)..გარდაიცვალა 1975 წლის პირველ სექტემბერს სოხუმში.