რომან ხორავა
დაიბადა 1963 წლის 22 სექტემბერს, ქ. თბილისში;
1980 წელს დაამთავრა ქ. თბილისის № 16 საშუალო სკოლა;
1991 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
1981 – 1983 წლებში მსახურობდა სამხედრო – სავალდებულო სამსახურში.
1992 წელს მუშაობდა თბილისის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორად
1992 – 1993 წლებში მუშაობდა მცირე საწარმო ”გუმბათში”;
1993 – 1994 წლებში მუშაობდა დაცვის ბიურო ”ატლანტაში”;
1995 – 1999 წლებში მუშაობდა შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, გამომძიებლად;
2000 წელს მუშაობდა კავშირ ”კოსნტიტუციის 42-ე მუხლი” ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის კონსულტანტად;
2000 – 2006 წლებში მუშაობდა ყაზბეგის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ;
2003 – 2006 წლებში მუშაობდა ყაზბეგის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ;
2006 – 2012 წლებში მუშაობდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ;
2012 წელს მუშაობდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იურისტად;
2012 – 2014 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი;
2012 – 2015 წლებში მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ”ერთსულოვნება”, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი;
2015 წლის მაისიდან მუშაობდა სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით , დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ;
2018 წლის თებერვალში უვადოდ გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი