დალილა ხორავა
დალილა ხორავა _ საზოგადო მოღვაწე, მედიცინის დოქტორი. დაიბადა ქ. გალში 1953 წლის 14 ნოემბერს. 1976 წელს დაამთავრა სარატოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1977-1982წწ. იყო სარატოვის მე-2 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1983-1987წწ. გალის რაიონის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, ხოლო 1987-1992წწ. რაიონის მთავარი ექიმი; 1992-1994წწ. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს განყოფილების გამგე, 1995 წლიდან აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შემდეგ კი აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის მინისტრი. 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემაზე: “აფხაზეთიდან დევნილთა ჯამრთელობის მდგომარეობისა და სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის თავისებურების კომპლექსური შეფასება”. ავტორია მთელი რიგი სამეცნიერო ნაშრომების. დიდი წვლილი შეიტანა დევნილთა ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საკითხების მოგვარებაში.