საგვარეულოს ხატი

%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98

გამოვიკვლიეთ ჩვენი მფარველი ხატის ისტორია და საგვარეულო კავშირის ერთ-ერთ შეხვედრაზე დავიწყეთ მის დაწერაზე ზრუნვა. უფლის ნებით,დავუკავშირდით ხატმწერ ზაზა ღვინიანიძეს.მისი დაწერილი ხატები არაერთ ტაძარს ამშვენებს საქართველოში.უფლის წყალობით და ერთმანეთის თანადგომით ბ-ნმა ზაზამ ხატის დაწერა დაიწყო 2015 წლის იანვარში და  დასრულდა 2015 წლის აპრილის ბოლოს..

“აღდგომის” საგვარეულო ხატი არის ბაჯაღლო-ოქროთი(999),ზომით 60/50-ზე,კიოტით (ჩასაბრძანებელი)-85/65-ზე..ხატს უკან აქვს წარწერა: “უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და დაიფარე ხორავების გვარი. ამინ” და ხატმწერის ინიციალები ზ.ღ. 2015 წელი.

ხატის სამუდამო დასაბრძანებელი, გვარის ოჯახების მოლოცვის შემდეგ,სოფელ ოჩხომურის(ჩხოროწყუს რაიონი) წმ.ბარბარეს სახელობის ტაძარია, სადაც ყოველი წლის აღდგომის მეორე დღეს გვარი დღესასწაულოს. ხატი ჩვენი გვარის თითოეული წევრის მთავარი სალოცავი უნდა გახდეს..უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა კურთხევით ამ ტრადიციის საფუძვლის ჩაყრით იმედია, უფრო დაუახლოვდება და გამყარდება ჩვენი გვარი.

“აღდგომის” ხატის მადლი ფარავდეს ჩვენს გვარს და სრულიად საქართველოს..

13131522_1091008484295248_3619325379649566647_o