საგვარეულოს წესდება

წ      ე    ს    დ   ე   ბ   ა
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
“ხორავების საგვარეულო კავშირი”

                                                                          მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი“ხორავების საგვარეულო კავშირი” (რეგისტრირებული 30.06.2015წ.) არის არასამთავრობო ორგანიზაცია.
1.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “ხორავების საგვარეულო კავშირი” წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ა.(ა.)ი.პ. იურიდიულ სტატუსს იძენს მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან და წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისას. ა.(ა.)ი.პ. მოქმედებს საქართველოს კოდექსის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საერთაშორისოსამართვებრივი აქტების საფუძველზე;
1.3. საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, ა.(ა.)ი.პ. მოქმედებს როგორც საქართველოს
ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
1.4. ა.(ა.)ი.პ. უფლებამოსილია ჰქონდეს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი საბანკო
ანგარიში და ბეჭედი;
1.5. ა.(ა.)ი.პ. იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
ა.(ა.)ი.პ.-ის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ილორის ქ. 23, ბ. 33
EMAIL: ira.khorava@gmail.com
ფაქტიური მისამართი:საქართველო, ქ. თბილისი, ილორის ქ. 23, ბ. 33

                                                                        მუხლი 2. ა.(ა).ი.პ.-ის საქმინობა, მიზნები და ამოცანები
2.1. ა.(ა.)ი.პ.-ის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:
ა) ა.(ა.)ი.პ.-ის წევრების უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
ბ) ა.(ა.)ი.პ.-ის წევრების მატერიალური, სამედიცინო, იურიდიული და სხვა სახის დახმარების ხელშეწყობა;
გ) გვარის წარმომვლობის სასახელოდ ისტორიულ-დოკუმენტური მასალების მოძიება;
დ) გვარის წარმომადგენლების მოძიება და ინფორმირებაა.(ა.)ი.პ.-ისსაქმიანობის შესახებ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
ე) საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული-საქართველოს საგვარეულოთა კავშირის “გვარი და გვარიშვილობის” საერთო-საქვეყნო საქმიანობაში ჩართვა.

                                                                        მუხლი 3. ა.(ა).ი.პ.-ის საქმიანობის ფორმები

3.1. ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ა.(ა.)ი.პ. კანონით დადგენილი წესით:
ა) ეწევა კვლევით, საგანმანათლებლო და კულტურულ საქმიანობას;
ბ) აწყობს კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, დისკუსიებს, სემინარებს, გამოფენებსა და ა.(ა.)ი.პ.-ის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს;
გ) აგროვებს შემოწირულობებს.
3.2. გამოსცემს და ავრცელებს თემატურ ლიტერატურას, გაზეთებს, ჟურნალებსა და წიგნებს, ბროშურებს _ როგორც თაბახზე ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით, ინტერნეტის ქსელში რეალიზებულ ელექტრონულ ჟურნალებს და ა. შ.
3.3. აწარმოებს მიზნის მისაღწევად საჭირო ყველა სხვა, მათ შორის დამხმარე ხასიათის კომერციულ საქმიანობას, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
3.4. აყალიბებს ორგანიზაციაში საკოორდინაციო ჯგუფს კონფლიქტოლოგიის დარგში.
3.5. ორგანიზებას უწევს საქველმოქმედო აქციების ჩატარებას.
3.6. ახორციელებს იურიდიულ დახმარებას.
3.7. თანამშრომლობს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

                                                                        მუხლი 4. ა.(ა.)ი.პ.-ის დამფუძნებლები

4.1. ა.(ა.)ი.პ.-ის დამფუძნებლები არიან:
1)  ირა ხორავა
2)  ნუგზარ ხორავა
3)  ზურაბ ხორავა
4)  აკაკი ხორავა
5)  ბეჟან ხორავა
6)  დავით ხორავა
7)  გელა ხორავა

                                                                     მუხლი 5. ა.(ა.)ი.პ.-ის წევრთა უფლებამოსილება

5.1. ა.(ა.)ი.პ.-ის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირი;
5.2. ა.(ა.)ი.პ.-ის წევრებად მიღებას ახდენს გამგეობა წერილობითი განცხადების საფუძველზე.
5.3. ა.(ა.)ი.პ.-ის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს ა.(ა.)ი.პ.-ის წევრობიდან დასაბუთებული წერილობითი ახსნა-განმარტების შემდეგ.
5.4. ა.(ა.)ი.პ.-ის წევრს უფლება აქვს:
_ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და არჩეულ იქნეს ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობასა და კომისიებში;
_ მოითხოვოს სამართლებრივი ინტერესებისა და უფლებების დაცვა;
_ ისარგებლოსა.(ა.)ი.პ.-ის საინფორმაციო საშუალებებით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
_ მიიღოს მონაწილეობა ა.(ა.)ი.პ.-ის მუშაობაში და ყველა საინტერესო საკითხის განხილვაში.
5.5. ა.(ა.)ი.პ.-ის წევრები ვალდებულნი არიან:
_ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ა.(ა.)ი.პ.-ის წინაშე დასმული ამოცანების წარმატებით შესრულებაში;
_ პროპაგანდა გაუწიონ ა.(ა.)ი.პ.-ის მიზნებსა და ამოცანებს;
_ დაიცვანა.(ა.)ი.პ.-ის საქმიანობის კონფიდენციალობა;
_ წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძველის არსებობის შემთხვევაში ა.(ა.)ი.პ.-ის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ა.(ა.)ი.პ.-ისგამგეობა 100% ხმის უფლებით. ორგანიზაციიდან გარიცხულ წევრს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

                                                                    მუხლი 6. ა.(ა.)ი.პ.-ის სტრუქტურა

6.1. ა.(ა.)ი.პ.-ის უმაღლესი ორგანოა ა.(ა.)ი.პ.-ის დამფუძნებელთა კრება, რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ გამგეობის მიერ, რიგგარეშე კრება მოიწვევა წევრთა 2/3 ინიციატივით წერილობითი მოთხოვნით, დღის წესრიგის მითითებით.
6.2. კრების მოწვევის შესახებ ეცნობებათ ა.(ა.)ი.პ.-ის დამფუძნებლებს ორი კვირით ადრე წერილობითი ან ა.(ა.)ი.პ.-ის ბეჭვდით ორგანოში ინფორმაციის გამოყენებით.
6.3. კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მას ესწრება, ან წარმოდგენელია დამფუძნებელთა50%-ზე მეტი. გადაწყევტილებები კრებაზე მიიღება ხმათა უმრავლესობით. თუ დამფუძნებლები ვერ ესწრებიან საერთო კრებას, მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში წერილობით. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.
6.4. დამფუძნებელთაკრების კომპეტენციას განეკუთვნება:
_ ა.(ა.)ი.პ.-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
_ ა.(ა.)ი.პ.-ის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
_ ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობის არჩევა;
_ გამგეობის ანგარიშის მოსმენა და დამტკიცება;
_ გადაწყვეტილებების მიღება ა.(ა.)ი.პ.-ის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ.
6.5. კრებებს შორის პერიოდში ა.(ა.)ი.პ.-ის აღმასრულებელი და მმართველი ორგანო არის გამგეობა. იგი პასუხისმგებელია ა.(ა.)ი.პ.-ის საქმიანობის მართვაზე.
6.6. გამგეობის სხდომები ტარდება 3 თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომები შეიძლება ჩატარდეს თავმჯდომარის ინიციატივით ან გამგეობის წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით.
6.7. გამგეობა პასუხისმგებელია ა.(ა.)ი.პ.-ის მართვაზე.
6.8. გამგეობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა არანაკლებ 2/3-ისა. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
6.9. გამგეობისწევრებსშორისწესდებისგანმარტებასთან და შესრულებასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თუ ურთიერთშეთანხმება არ იქნება მიღწეული, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
6.10. ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობის წევრების მიერ უარი პასუხისმგებელობაზე ბათილია.
6.11. ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს ანალოგიური მიზნის ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობის წევრი. თუ გამგეობის წევრს სურს იყოს ანალოგიური მიზნის მქონე ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობის წევრი, ამისათვის საჭიროა ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობის თანხმობა; ასეთი თანხმობა სავალდებულო არ არის, თუ პირი უკვე იყო სხვა ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობის წევრი, ამ ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობის წევრად იყო სხვა ასოციაციის გამგეობის წევრი, ამ ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობაში წევრად არჩევამდე მისთვის არავის არ მოუთხოვია წევრობის დატოვება.
6.12. გამგეობაირჩევსგამგეობისთავმჯდომარესდა თავმჯდომარისმოადგილეს.
6.13. გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:
_ ა.(ა.)ი.პ.-ის სტრატეგიული საქმიანობის წარმართვა;
_ დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებათა უზრუნველყოფა;
_ წევრების მიღება და გარიცხვა;
_ ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება ყველა მიმდინარე საკითხზე, რომელიც წამოიჭრება კრებებს შორის პერიოდში და არ განეკუთვნება სპეციალურ კომპეტენციას.
6.14.ა.(ა.)ი.პ.-ის თავმჯდომარე წარმართავს გვარის საქმიანობას და უზრუნველყოფს მისი გადაწყვეტილებების შესრულებას.
6.15. ა.(ა.)ი.პ.-ისგამგეობაშედგება 7 (შვიდი)წევრისგან, ირჩევა 5 წლის ვადით.
6.16. ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობის წევრები არიან:
1) ირა ხორავა
2) ნუგზარ ხორავა
3) ზურაბ ხორავა
4) აკაკი ხორავა
5) ბეჟან ხორავა
6) დავით ხორავა
7) გელა ხორავა
6.17.ა.(ა.)ი.პ.-ის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გამგეობის თავმჯდომარე, რომელიცწარმოადგენსა.(ა.)ი.პ.-ის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.
ხელმძღვანელსა და წარმომადგენლობაზეუფლებამოსილპირსირჩევენ5წლის ვადით. ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობაზე უფლება მოსილი პირის არჩევამდე.
ხელმძღვანელისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის არჩევაან შეცვლა შესაძლებელია ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობის გადაწყვეტილებით.

გამგეობის თავმჯდომარე: ირა ხორავა
თავმჯდომარის მოადგილე: ნუგზარ ხორავა
ა.(ა.)ი.პ.-ისხელმძღვანელობითიდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ენიჭება გამგეობის თავმჯდომარეს.
6.18.ა.(ა.)ი.პ.-ის გამგეობის თავმჯდომარე:
_ დებს ხელშეკრულებებს;
_ გასცემს მინდობილობებს;
_ აწარმოებს მოლაპარაკებებს;
_ ხსნის და ხურავს ანგარიშებს საბანკო და წესებულებებში;
_ გამგეობასთან შეთანხმებით განკარგავსა.(ა.)ი.პ.-ის ქონებასა და სახსრებს;
_ ხელსაწერს საფინანსო და სხვა სახის დოკუმენტაციას.

                                                                           მუხლი 7. ა.(ა.)ი.პ.-ის საკუთრება, შემოსავლის წყარო

7.1. ა.(ა.)ი.პ.-ის საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონება, გარდა ბრუნვიდან ამოღებული ქონებისა.
7.2. ა.(ა.)ი.პ.-ის მიზნების მისაღწევად ა.(ა.)ი.პ. თანახმაა მიიღოს დონორი ორგანიზაციების დახმარება აღჭურვილობის, ავეჯის, სალექციო მასალების, მედიკამენტების, მანქანა-დანადგარებისა და სხვა სახით.
7.3. ა.(ა.)ი.პ.-ის მიზნების მისაღწევად ა.(ა.)ი.პ. თანახმაა მიიღოს დონორი ორგანიზაციების დახმარება ტექნიკური თანამშრომლობის სახით.
7.4. ა.(ა.)ი.პ.-ის ფულადი სახსრები იქმნება დამფუძნებელთა შემოწირულობებით, სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული სემინარების მონაწილეთა გადასახადებით და გრანტების შედეგად კანონიერი გზით მიღებული სხვა შემოსავლებით. აგრეთვე, სამეწარმეო-კომერციული საქმიანობით, რომლის მოგება ხმარდება მთლიანად ა.(ა.)ი.პ.-ის მიზნებს.
7.5. ა.(ა.)ი.პ.-ის შემოსავლები უნდა მოხმარდეს ა.(ა.)ი.პ.-ის საწესდებო მიზნების განხორციელებას. Aარ შეიძლება წევრთა შორის მისი განაწილება.

                                                                       მუხლი 8. ა.(ა.)ი.პ.-ის საწარმო-სამეურნეო საქმიანობა

8.1. ა.(ა.)ი.პ.-ის უფლება აქვს ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას.
8.2. ა.(ა.)ი.პ.-ის უფლება აქვს დააფუძნოს საწარმოები ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის შესაბამისად, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები კანონოთ დადგენილი წესით.
8.3. ა.(ა.)ი.პ.-ის სამეურნეო წელი იწყება 1 იანვარს და მთავრდება 31 დეკემბერს,პირველი წლის გარდა, რომელიც იწყება სახელმწიფო რეგისტრაციის დღიდან და მთავრდება 31 დეკემბერს.

                                                                     მუხლი 9. ა.(ა.)ი.პ.-ის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

9.1. ა.(ა.)ი.პ.-ის საქმიანობის შეწყვეტა ხდება რეორგანიზაციის გზით.
9.2. ა.(ა.)ი.პ.-ის ლიკვიდაცია ხდება შემდეგ შემთხვევაში:
_ გაკოტრებისას ან რეგისტრაციის გაუქმებისას;
_ თუ ა.(ა.)ი.პ. არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
_ ა.(ა.)ი.პ.-ის დამფუძნებელთა კრების გადაწყვეტილებით.
9.3. ლიკვიდაცია ხორციელდება დამფუძნებლების მიერ, მაგრამ თუ:
_დამფუძნებლებს შორის უთანხმოებაა ლიკვიდაციის საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ ლიკვიდაციას ახორციელებენ სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები კანონით დადგენილი წესით.
9.4. ა.(ა.)ი.პ.-ის ლიკვიდაციის შემთხვევაში უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები, დარჩენილი ქონების მიღებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილი პირები არიან:
_ ანალოგიური მიზნის მქონე კავშირები;
_ საქველმოქმედო ორგანიზაციები;
_ სახელმწიფო.
9.5. ა.(ა.)ი.პ.-ის ლიკვიდაცია დასრულებულად, ხოლო საქმიანობა შეწყვეტილად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
დამფუძნებლები:

1)   ირა ხორავა

2)   ნუგზარ ხორავა

3)   ზურაბ ხორავა

4)   აკაკი ხორავა

5)   ბეჟან ხორავა 

6)   დავით ხორავა

7)  გელა ხორავა