ტაძრის რესტავრაცია

ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით ტაძრის მიმდებარე სამხრეთ დასავლეთ ბორცვზე თავდაპირველად იყო ხის ეკლესია.შემდგომში კი აუგიათ ამჟამინდელი ტაძარი.ამ თარიღის შესახებ ისტორიული ცნობები არ შემონახულა.ტაძარი გადაუკეთებიათ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში,რაზეც მეტყველებს 1876 წ. ქიტორული წარწერიანი ქვის ჯვრის ნაშთი(აზნაური-ხორავა).მე-20 საუკუნი 90-იან წლებში სოფლის მოსახლეობის თაოსნობით დასრულდა თითქმისნანგრევებად ქცეული ტაძრის კედლების ამოყვანა ომარ ხორავას ხელმძღვანელობით და ტაძარი გადაიხურა ამავე სოფლის მაცხოვრებლის ბეჟან კაკაშვილის დაფინანსებით..საეკლესიო მეტრიკულის ჩანაწერებით ტაძარი იწოდებოდა მაცხოვრის აღდგომის სახელობაზე. წლების შემდეგ ტაძარი ეკურთხა წმ.ბარბარეს სახელობაზე.

სამწუხაროდ წლების წინ გადახურული ტაძრის სახურავი მოძველდა და ხშირი წვიმების გამო წყალმა დაიწყო ჩამოსვლა,რის გამოც მნიშვნელოვნად დაზიანდა კედლები და გაყვანილობა.ტაძრის სამივე კარი არ ექვემდებარება გარემონტებას(შეკეთებას)..  ფოტოები რესტავრაციამდე(6):

tadzris-restavracia-7tadzris-restavracia-6tadzris-restavracia-5tadzris-restavracia-4tadzris-restavracia-3tadzris-restavracia-2

თბილისიდან სოფელ ოჩხომურში ვასილ ხორავას(ვისოლის გენერალური დირექტორი) დაფინანსებით საპატრიარქოდან მოწვეულ იქნა  არქიტექტორი რეზო ჯანაშია,რომელმაც დაათვალიერა ტაძარი და აზომვითი სამუშაოები ჩაატარა.ფოტოები იხილეთ ქვემოთ(2):

tadzris-restavracia-9tadzris-restavracia-8

 

 

 

 

 

 

 

წინამდებარე პროექტი შესრულებულია სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის მეუფე შიოს კურთხევით 2015 წლის სექტემბერში რეზო ჯანაშიას მიერ.

ტაძარი XIX საუკუნის ნაგებობაა-დარბაზული ტიპის მიდგმული მრგვალი საკურთხევლით.იგი აგებულია რიყის ქვითა და კუთხეებში რუსული აგურით.რუსული აგურია გამოყენებული ტაძრის ბაზისად,კარნიზად და კარისა და სარკმელების საპირეებად.ტაძარს 1990-იან წლებში ჩაუტარდა მცირე რესტავრაცია და გადაიხურა თუნუქის სახურავით ხის ნივნივებზე.ტაძარს არა აქვს კამარები,თაღები და კონკი. ტაძრის ინტერიერში ჩანს ხის გადახურვის ელემენტები.ამჟამად ტაძარში ჩამოდის წყალი,სახურავი შესაცვლელია.იმის გამო,რომ ჩვენ არ ვიცით მისი სიმტკიცის ხარისხი(გამოფიტულია თუ არა მისი კედლები,უსახურავოდ დიდი ხანი იყო ტაძარი)ამიტომ სახურავის კონსტრუქცია უნდა იყოს მსუბუქი-მეტალის კარკასი ხის შემოსვით.ინტერიერში რაბიცის ბადე და შელესვა ცემენტის ხსნარით და შემდეგ „დაშპაკლვა“.სახურავის მასალად გამოყენებულ იქნას ბრტყელი მეტალოპლასმასის ფირფიტები(რულონი),ნაკერებზე ნახევრადწრიული ლილვები(ლორფინის იმიტაცია). ტაძარმა უნდა დაიბრუნოს კანონიკური სახე(ტაძარი ზეცის გარეშეა).  პროექტი(11):

tadzris-restavracia-10tadzris-restavracia-11tadzris-restavracia-12tadzris-restavracia-13tadzris-restavracia-14tadzris-restavracia-15tadzris-restavracia-16tadzris-restavracia-17tadzris-restavracia-18tadzris-restavracia-19tadzris-restavracia-20

თუმცა,არქიტექტორთა  აზრთა სხვადასხვაობის გამო პროექტი,რომელიც დაიწერა და ითვალისწინებდა ტაძრისთვის სახურავის შეცვლას,კონქის,კამარების და თაღების მოწყობას, შეჩერებულ იქნა.(ტაძარი XIX საუკუნისაა და არსებობს საშიშროება კედლის ჩამონგრევის). სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის მეუფე შიოს კურთხევით ამ ეტაპზე გადაწყდა ტაძარისთვის სახურავის,ხის სამივე კარის რკინის კარებით შეცვლა და ტაძრის გარშემო ბეტონის საფარის დასხმა..სარემონტო სამუშაოები სრულად დააფინანსა ვასილ ხორავამ ( “ვისოლი”-ს გენერალური დირექტორი.

ტაძრის ოთხივე კედელთან,გუმბათის ჯვარზე და მთავარ შესასვლელთან(ჭიშკართან) არსებულ ჯვარზე,დამონტაჟდა განათება(ე.წ.“პროჟექტორები“),რომელიც შემოსწირა ედო ხორავამ. ტაძარი ნელ-ნელა მშვენდება და ლამაზდება,თუმცა შიგნით ბევრია გასაკეთებელი.ფოტოები რესტავრაციის შემდეგ(12):

tadzris-restavracia-23tadzris-restavracia-22tadzris-restavracia-21tadzris-restavracia-27tadzris-restavracia-26tadzris-restavracia-25tadzris-restavracia-24tadzris-restavracia-30tadzris-restavracia-29tadzris-restavracia-28tadzris-restavracia-32tadzris-restavracia-31